გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსალოდნელი ამინდის შესახებ ცნობები განაახლა.
7 იანვარს, შობას თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი.
სამცხე-ჯავახეთში თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი 7 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 4 და ღამით კი მინუს 1 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 4, ღამით კი მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 3 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2. ადიგენში დღისით 1, ღამით მინუს 2 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს – აქაც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 0, ღამით მინუს 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 -ს, ღამით მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე მოთოვს. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 2, ღამით კი მინუს 6 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.