თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია იარაღი, რომელიც გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნის.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.