სამტრედიაში, ქალაქის ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერი ქარის შედეგად რესპუბლიკის ქუჩაზე წაქცეულმა ხეებმა დააზიანეს ელექტრო სადენები, საახალწლო განათებები, ქვაფენილი, დეკორატიული ღობეები.
ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ადმინისტრაციული შენობის წინ, ,,მომავლის პარკის” მიმდებარედ მდგარი საახალწლო ნაძვის ხე, მასთან ერთად დაზიანებულია სარეკლამო მონიტორი.
კომუნალური გაერთიანებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ამ დროისთვის ქალაქის ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.
ავტორი