რუსეთის სამხედრო ხომალდმა, რომელიც აღჭურვილია ჰიპერბგერითი საკრუიზო იარაღით, წვრთნები ჩაატარა ნორვეგიის ზღვაში. ინფორმაციას reuters რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვის ფრეგატის ეკიპაჟმა საჰაერო თავდაცვის წვრთნები ჩაატარა ნორვეგიის ზღვაში“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
სამინისტროს განცხადებით, ეკიპაჟმა ჩაატარა სწავლება ნორვეგიის ზღვაში სიმულირებული მტრის საჰაერო თავდასხმის საშუალებების მოსაგერიებლად.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გასულ კვირას გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ ჰიპერბგერითი რაკეტები მალე ახლოს იქნებოდა ნატოს სანაპიროებთან.