მეორე დღეა ლანჩხუთში ძლიერი ქარი მძვინვარებს, რის გამოც მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა და მოსახლეობას პრობლემები შეექმნა.
ქარის შედეგად მოთხრილია ელექტროგადამცემი ბოძები, ასწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროსადებები, სახლის სახურავები. სოფელ ქვიანს ორი დღეა არ მიეწოდება შუქი.
ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანეს ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები. დაზიანდა სოფლის ცენტრში მდებარე ორი მაღაზია, ასწლოვანი ფიჭვის ხე გუშინ შუადღისას დაეცა აღნიშნულ შენობებს და ერთ-ერთ მაღაზიაში მყოფი პირი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
ასევე, ძლიერმა ქარმა სოფელ ქვიანში მცხოვრები ალექსანდრე ჯინჭარაძის საცხოვრებელ სახლს სახურავი დაუზიანა.
ავტორი