სულ ახლახანს სამტრედიაში ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა კრავეიშვილის ქუჩის 2 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლს.
ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და მობილიზებულია საგანგებო სამსახური.
გადმოვარდნილი სახურავის შედეგად ორი მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი და ადამიანის ფიზიკური დაზიანება არ მოჰყოლია.
ავტორი