ფოთში, მალთაყვის უბანში, ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
შენობა ამ ეტაპზე უფუნქციოდ არის. შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
ამდროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიდინარეობს.
ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
დაწყებულია გამოძიება.