რუსეთის მიერ დაყენებულმა სევასტოპოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 10 დრონი ქალაქის თავზე და მომხდარს უწოდა “ჩავარდნილი უკრაინული თავდასხმა”.
ცნობისთვის, სევასტოპოლი მდებარეობს ყირიმის ნახევარკუნძულზე და მისი ანექსია რუსეთმა 2014 წელს განახორციელა, თუმცა განმეორებით განხორციელდა საჰაერო თავდასხმა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა გასული წლის თებერვალში. რუსი ოფიციალური პირები თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებენ.
გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა თქვა, რომ ყველა თვითმფრინავი ჩამოაგდეს ზღვაზე და არანაირი ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.
„საჰაერო თავდაცვამ და შავი ზღვის ფლოტმა 10 უკრაინული დრონიდან 10-ვე ჩამოაგდეს ზღვის თავზე“, – თქვა მან თავის Telegram არხზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მან უარყო უკრაინული მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქში აფეთქებები იყო და თქვა, რომ საჰაერო თავდაცვა აგრძელებს ცის მონიტორინგს.