თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენის კერძო სახლის სტუმრების აღრიცხვის სია არ არსებობს.
”როგორც ყველა პრეზიდენტი თანამედროვე ისტორიის ათწლეულების განმავლობაში, (ბაიდენის) პირადი რეზიდენცია პირადია”, – თქვა იან სამსმა, თეთრი სახლის ადვოკატის წარმომადგენელმა.
ინფორმაციისთვის, დელავერის შტატში მდებარე ბაიდენის სახლში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის შემდეგ, სტუმრების აღრიცხვის სიის გამოქვეყნება რესპუბლიკელებმა მოითხოვეს.
„პრეზიდენტ ბაიდენის მიერ საიდუმლო მასალების არასწორად გამოყენება აჩენს საკითხს, საფრთხე შეუქმნა თუ არა მან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, – განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა, ჯეიმს კომერმა.