ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა ცენტრმა (NCOZ) პრაღაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძებნილი ე.წ კანონიერი ქურდი დააკავეს. დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.
საექსტრადიციო პროცესების დასრულებამდე მამაკაცი პატიმრობაში დარჩება. უნდა განისაზღვროს, მოხდება თუ არა მისი ექსტრადიცია აშშ-ში, სადაც დაკავების ორდერი გაიცა.
ე.წ „კანონიერი ქურდი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით მძიმე ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. ჩეხეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის საქმეს პრაღის მუნიციპალური პროკურატურა აწარმოებს.
წყარო: primetime.ge