ადამიანს არ შეუძლია დააცემინოს გახელილი თვალებით.
ადამიანის პირში ზუსტად იმდენი ბაქტერია ბინადრობს, რამდენი ადამიანიც დადის დედამიწაზე.
თმის ერთ ღერს თავისუფლად შეუძლია გაუძლოს ვაშლის სიმძიმეს.
დილით ადამიანი ყოველთვის ცოტათი უფრო მაღალია სიმაღლეში, ვიდრე საღამოს, იმიტომ, რომ ღამით ხერხემალი მაქსიმალურად ისვენებს და იჭიმება.
ჩვენი კანის წონა (რაც მთელ სხეულზეა გადაჭიმული) შეადგენს სამ კილოგრამს. ნუ იკითხავთ, საიდან იციან მეცნიერებმა ამის შესახებ.
თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში იმდენი მჟავაა, თავისუფლად გაადნობს ერთ მოზრდილ ჭანჭიკს. მაგრამ, ექსპერიმენტს მაინც ნუ ჩაატარებთ.
თუ მამაკაცი წვერის პარსვას თავს დაანებებს, მას წვერი ცხრა მეტრამდე გაეზრდება.
ღვიძლი ალკოჰოლს ყველაზე უკეთ 18-20 საათამდე გადაამუშავებს.
თავის ტვინის უდიდესი ნაწილი წყლისგან შედგება.
ფრჩხილები ადამიანის ხელებზე ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ფეხებზე.
ყოველ მეოცე ადამიანს აქვს ერთი „ზედმეტი“ ნეკნი.
ადამიანს შეუძლია, ათი დღე და ღამე არ დაიძინოს, თუმცა, მერე კარგი არაფერი მოხდება: დაგეწყებათ ჰალუცინაციები და ტანჯვით მოკვდებით.
თქვენი გულის ზომა თითქმის იდენტურია თქვენი მუშტის ზომისა.
ინფორმაცია ტვინამდე 360 კილომეტრ-საათში სიჩქარით აღწევს.
სპერმატოზოიდის მაქსიმალური სიჩქარეა 5 მილიმეტრი წუთში.
დედამიწის მოსახლეობის 10 პროცენტი მემარცხენეა ანუ, ცაცია; აქედან, ეს მოვლენა ბიჭებში ერთნახევარჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში.
მამაკაცები 40 პროცენტით უფრო ხშირად ოფლიანობენ, ვიდრე ქალები.
ორგანიზმში კალციუმის მთლიანი მარაგის 99 პროცენტი კბილებშია კონცენტრირებული.
კედელზე თავის მირტყმით ადამიანი 150 კალორიას წვავს.
ადამიანის ყურების ტემპერატურა სხეულზე 2 გრადუსით ნაკლებია.
ავტორი