უფროსი ლეიტენანტი, 38 წლის ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოდან თბილისში, საკუთარ სახლში, ვაზისუბნის დასახლებაში გადაასვენეს.
ოთარ ღვინაშვილი იმ დროს დაიღუპა, როდესაც სროლისას სუპერმარკეტის თანამშრომელ ქალს გადაეფარა და სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი ადგილზე გარდაიცვალა. ღვინაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
“ეს პროფესია მისთვის ყველაფერი იყო”, _ ამბობენ დაღუპული პოლიციელის ახლობლები.
20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. სროლას 5 პირი ემსხვერპლა – ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე, ზაქარია მათიაშვილი, დავით ნასრაძე, ოთარ ღვინაშვილი.