კომში შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, ვიტამინ C-ს, ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, მდიდარია პექტინით.
საჭმლის მონელების სისტემის მოშლის დროს მიირთვით კომში. ის ანტისეპტიკური, შარდმდენი და სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებაა. კალიუმის დიდი რაოდენობის გამო, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებისა და ჰიპერტონიის დროს. მისი მიღება კარგია ასევე, ასთმის დროს, ამაგრებს გულის კუნთს, დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და კუჭის მუშაობაზე.
ვაშლის ან მისი წვენის რეგულარული მიღება იცავს თავის ტვინის უჯრედებს დაზიანებისგან. მოხუცებულობის დროს კარგია დაქვეითებული მეხსიერების აღსადგენად, რადგან ის დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე.
მოცხარი მდიდარია ჯანმრთელობისთვის საჭირო B, C, D, E, K და PP ვიტამინებით. შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ 600-მდე ნივთიერებას. ამის გამო ის ააქტიურებს სისხლის წარმოქმნას, გამოდევნის ორგანიზმიდან მარილებს, კარგია ავიტამინოზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შავი მოცხარი არეგულირებს წნევას, ხელს უშლის სახსრების ანთებასა და ალერგიას. წითელი მოცხარი კი კლავს წყურვილს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს.
ავტორი