20 იანვრის ღამეს საგარეჯოში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომლის დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა, მთელი ქვეყანა შეძრა.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში ტრაგედიას ეხმაურებიან და იმ ადამიანებს გვაცნობენ, რომლებმაც სხვების სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს.
„გაიცანით მეგობრებო!!! ეს ბიჭი მივიდა წუხანდელ ღამეს ტყვიების წვიმაში და სამი დაჭრილი გადაარჩინა სიკვდილს!!! ვამაყობ გიო შენით!!! გმირი ხარ, გმირი!!! უფალმა უმრავლოს შენნაირი ხალხი სამშობლოს“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე.