ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა ჩოხატაურში, ერთ-ერთ ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.
შემთხვევის ადგილზე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, რომ დამწვარია დამხმარე შენობა-ნაგებობა, სადაც ოჯახი ზამთრისთვის მომარაგებულ თივას და ჩალას ინახავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია ასანთის გადაგდებულმა ღერმა, რომლითაც მცირე წლოვანი ბავშვი თამაშობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი