Taste Atlas-მა მსოფლიოს საუკეთესო ყველის სია გამოაქვეყნა. ცნობილი სხვადასხვა დასახელების ყველისგან შემდგარ ასეულში მეგრული სულგუნიც მოხვდა. მას სიაში 87-ე ადგილი უკავია.
“სამეგრელოდან წარმოშობილი შებოლილი სულგუნი ან შებოლილი მეგრული სულგუნი არის ქართული ყველი, რომელიც მზადდება ძროხის, თხის, კამეჩის რძისგან ან ამ სამივე დასახელების რძის კომბინაციით. ამ ნახევრად მყარ ყველს აქვს მკვრივი, ელასტიური ტექსტურა ბუნებრივი ქერქის ქვეშ.
იმის გამო, რომ ყველი შებოლილია, აქვს როგორც შებოლილი, ასევე მარილიანი გემო. პასტა ყვითელი ფერისაა, ქერქი კი ხისტია და შებოლვის პროცესის გამო ოქროსფერი ან მუქი ყავისფერია. შებოლილი სულგუნი არაჩვეულებრივად დნება და რეკომენდირებულია მიირთვათ ღომთან ერთად, ადგილობრივ ფაფასთან, რომელიც სამეგრელოში მთავარი პროდუქტია”,_ წერია ტექსტში.