კიევის ეკონომიკის სკოლის შეფასებით, ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას $137,8 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა.
მთლიანი ზარალის ყველაზე დიდი წილი არის დაზიანებული ან დანგრეული საცხოვრებელი სახლები.
კიევის ეკონომიკის სკოლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის ნოემბრის ბოლო შეფასებებთან შედარებით, ზარალის მთლიანი რაოდენობა გაიზარდა თითქმის 2 მილიარდი დოლარით
„რუსეთი აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებას მასიური თავდასხმების, დაბომბვისა და საომარი მოქმედებების გზით.“ – წერია განცხადებაში
ომის დროს სულ დაზიანდა ან განადგურდა 149,3 ათასი საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის: 131,4 ათასი კერძო სახლი, 17,5 ათასი საცხოვრებელი კორპუსი და 280 საერთო საცხოვრებელი.