ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში – სოფელ ბუკისციხის, სამების და ზომლეთის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელახლა გამოაცხადა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, განაცხადების მიღება 3 თებერვალს უნდა დაიწყოს და 8 თებერვალს დასრულდება.
აქამდე ტენდერი დეკემბერში იყო გამოცხადებული, თუმცა 5 იანვარს გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა.
ცნობისთვის, ჩოხატაურის მერი, დავით შარაშიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ “აღნიშნულ სკოლებში სამუშაოების თითქმის 60% შესრულებულია.