კარტოფილის წვენს აქვს ანთების საწინააღმდეგო და პერისტალტიკის გამაძლიერებელი მოქმედება. ის აქვეითებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. აცეტილქოლინის შემცველობის გამო კი, თუ კარტოფილის წვენს ხანგრძლივად მიიღებთ, ქვეითდება არტერიული წნევა. ახალგამოწურული კარტოფილის წვენი ეფექტურია გასტრიტებისა და წყლულოვანი დაავადებების დროს. თუ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღებთ წვენს, ეს გააუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აწესრიგებს ნაწლავების ფუნქციას.
კარტოფილის ბოლქვები, განსაკუთრებით კი კანი, შეიცავს მაღალაქტიურ გლუკოალკალოიდ სოლანინს, რომელიც ანტიანთებით მოქმედებას ავლენს, მაგრამ ტოქსიკური ეფექტი აქვს. მისი დიდი ხნის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, მწვანე ბოლქვებში სოლანინის შემცველობა, შეიძლება, მოწამვლის მიზეზი გახდეს. დიდი დოზით მიღებისას სოლანინი თრგუნავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას.
უხარისხო კარტოფილით მოწამვლისას ვითარდება პირღებინება, დისპეფსია, ქოშინი, გულის ფრიალი, კრუნჩხვა და გონების დაკარგვაც კი.
თუ მუცლის შებერვა გაწუხებთ, დილით, უზმოზე დალიეთ 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, წამოწექით ნახევარი საათით და შემდეგ ისაუზმეთ. მკურნალობის კურსი ერთი კვირაა.
ავტორი