SPIEGEl მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ინტერვიუს თარგმანი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება:
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ პატიმრობაში მძიმედ დაავადდა. მოწამლეს თუ სიმულირებს? მიხეილ სააკაშვილი ზელენსკის გაფრთხილების შესახებ, პარალელები ნავალნისთან და დიდი ფინანსური საზრუნავი.
2004-დან 2013 წლამდე სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ახლა მას ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ბრალით საკუთარ სამშობლოში 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო 2022 წლის მაისიდან თბილისის გარეუბანში ვივამედის კლინიკაშია ჩაკეტილი ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ. სააკაშვილის მომხრეები ამტკიცებენ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, თუმცა ზოგიერთი მას სიმულანტად მიიჩნევს. შპიგელის კითხვებს მიხეილ სააკაშვილმა ხელნაწერი უპასუხა. მის მიერ დაწერილი პასუხები კი დედამისმა მოგვაწოდა.
შპ: ბატონო სააკაშვილო, თქვენ წელზე მეტია პატიმრობაში ხართ. თქვენ თვითონ, თქვენი ადვოკატები და მომხრეები თვლიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე მძიმედ ავად ხართ. სიცოცხლეს საფრთხეში იგდებთ – როგორ ახსნით ამას?
მ.ს: ახლა რაც ჩემს თავს ხდება, ნათელი გზავნილია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის. მან უარი თქვა რუსეთის შემოჭრის დასაწყისში ქვეყანა დაეტოვებინა ისევე, როგორც მე ვთქვი უარი 2008 წელს, როცა პუტინის ჯარი საქართველოში შემოვიდა
შპ: თქვენ გულისხმობთ, რომ ზელენსკიმ თქვენ მაგალითზე უნდა გააცნობიეროს რა ემუქრება?
მ.ს:დიახ ჩვენ ქართველები მაშინ ჩვენი წარმატებული რეფორმებისთვის დავისაჯეთ. ასევე, როგორც დღეს ზელენსკი იხდის საფასურს ოლიგარქების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გამო. იმ პოლიტიკის, რომლის თანამონაწილეობის პატივი მეც მქონდა.
შპ: თქვენ ათი წელია აღარ ხართ თანამდებობაზე და ამ პრეზიდენტის მრჩეველი და გუბერნატორი იყავით უკრაინაში – იქაც ხელისუფლების მხრიდან არაკეთილგანწყობაში მოხვდით. მაფებს დღეს საქართველოში კულისებიდან მოსკოვის მეგობარი ცნობილი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამოძრავებს.
რა ინტრესი უნდა ქონდეს საქართველოს მთავრობას, როგორც კრემლის გრძელ ხელს თქვენს მიმართ შურისძიების?
მ.ს: საქრთველოს მთავრობა რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის სასარგებლო იარაღია. სინამდვილეში ჩემი სამშობლო პუტინის ერთგული მოკავშირე გახდა
შპ: თქვენ საკუთარ თავს ,,პუტინის პირად პატიმარს’’ უწოდებთ. 2021 წელს თქვენ ფარული კონტეინერით ჩახვედით თქვენს სამშობლო საქართველოში, მიუხედავად თქვენი დაპატიმრების განჩინებისა და იქ დაუყოვნებლივ დაგაპატიმრეს. ვერ შეაფასეთ სათანადოდ ვითარება?
მ.ს: პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებდნენ, ისინი, განსაკუთრებით კი პუტინი, მოითხოვდა ჩემს საქართველოში დაჭერას და გასამართლებას.
არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა არ აღიარებს და არ ცნობს ჩემს ბრალეულობას და ჩემს მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა – ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილიაგენტები იყვნენ.
შპ: ხედავთ თქვენ თავს რუსული რეჟიმის მოწინააღმდეგე ნავალნის მსგავსად?
მ.ს: პუტინი ამბობს, რომ ნავალნი ჩემი რუსული ასლია. სიმართლე ისაა, რომ ორივეს გვძულს კორუფცია, რომლის გაშიშვლებაში ნავალნი შეუდარებლად ქმედითია. დასალოდებელი და გასარკვევია, იქნება თუ არა ნავალნი რუსეთის მომავალი მმართველის სახით ისეთივე ეფექტური, როგორიც მე ვიყავი საქართველოსთვის. კიდევ რა მსგავსებაა და საშინელი მოწამლვა, საშინელი გამოცდილება, რომელიც კიდევ უნდა გადავიტანოთ და ცოცხლები დავრჩეთ.
შპ: რა მტკიცებულებები გაქვთ რომ მოგწამლეს?
მ.ს: კლინიკის ექიმებს, სადაც მაისის მერე ვიმყოფები, ეს ეჭვი ჩემი შემოყვანისთანავე გაუჩნდათ. მოწამლვა განხორციელდა ამ ხელოვნების წესების ყველა დაცვით. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნევროლოგმა შაჰიინ ე ლაჰანმა აიღო სინჯები და კალიფორნიის ლაბორატორიაში შეამოწმა. ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა კი მძიმე მეტალების კვალი შეამოწმა. ჩვენ ფედერალური გამოძიების ბიუროს ჩართვაც გვინდოდა მეორე ტესტისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა.
შ.პ: თქვენ ასევე ამტკიცებთ, რომ გაწამეს. რას ნიშნავს ეს უფრო ზუსტად?
მ.ს: თქვენ რას დაარქმევდით, როცა მძიმედ დაავადებული პატიმარი პაციენტი ათასობით სახიფათო კრიმინალის გარემოცვაშია გამოკეტილი, რომლებიც დღე და ღამე ყვირიან და იმუქრებიან, რომ მოგკლავენ? მე რადიოს მთელ ხმაზე ჩართვა მიწევდა, რომ ნაწილობრივ მაინც გადამეფარა ეს ხმები. წამება არაა, როცა ჩემ მდგომარეობაში 200 წნევით თითქმის უგონოდ წევს ადამიანი და შუაღამეს ბადრაგს აგზავნიან მის მოსახრჩობად? ან როცა ციხის საავადმყოფოში გცემენ?
შპ: ერთ-ერთი ვიდეო კი ასახავს, რომ თქვენ კლინიკის პერსონალის მიმართ აგრესიას გამოხატავთ და ნივთებს ყრით გარშემო
მ.ს: პერსონალს აქ ვუყვარვარ, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. იმ დღეს რაც შეეხება, მოსამართლე და პროკურორები, ჩემ პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას მიუხედავად იმისა, რომ სიცხე წნევა და ტვინის ანთება მქონდა. ამიტომ დავყარე წამლები რომლებიც მომცეს. მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, თითქოს შეურაცხადი ვარ.
შპ: როგორ უყურებთ თქვენ ათწლიან მმართველობას ამ გადმოსახედიდან?
მ.ს: 2004 წელს საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო იყო უმოქმედო ინსტიტუტებით. ჩემი პრეზიდენტობის დროს მშპ გაოთხმაგდა, კორუფცია თითქმის გაქრა დაევროპული ინტეგრაციის გზას დავადექით. რა თქმა უნდა სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს ვნანობ, რომ შსს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე
შპ: თქვენ ბევრი ადვოკატი და ექსპერტი გიცავთ. როგორ ახერხებთ ამას ფინანსურად?
მ.ს: დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა ახლა ფული აღარ გვაქვს არც ადვოკატების და არც სხვა რამის. რა ვქნა ახლა, ვიდარდო და ვუსაყვედურო საკუთარ თავს, რომ როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული? დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ.
შპ: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მ.ს: იმ ყველაფრის შემდეგ, რაც საქართველოში გადამხდა, მომავალს, თუ ცოცხალი გადავრჩი, მხოლოდ უკრაინაში ვხედავ. ამ ქვეყნის ისტორიაში უკვე ვითამაშე გარკვეული როლი და უზომოდ ბედნიერი ვიქნები ზელენსკისთან ერთად და მისი ხელმძღვანელობით ვიმუშაო. მას თავისუფალი სამყაროს ლიდერად აღვიქვამ. ძალიან სევდიანია იმის ყურება როგორ იქცა საქართველო ამ ომში კრემლის მოკავშირედ.