სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის და ამჟამად პატიმარ მეგის ქარდავა ფეისბუქ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.
“ჩემო ძვირფასებო! მინდა მკაფიოდ და გარკვევით განვაცხადო, ის რაც არაერთხელ მითქვამს. მე არასდროს არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ვიყავი, ვარ და ვიქნები მუდამ საქართველოს ქომაგი. მე არ ვიღებ მონაწილეობას ე.წ. “შიდა პარტიულ არჩევნებში” მე არასდროს არ მქონია და არც მექნება კავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რადგან მიმაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე ჩამოყალიბებული არცერთი საზოგადოებრივი გაერთიანება. 21-ე საუკუნის საქართველო, 21-ე საუკუნის სასულიერო და საერო საზოგადოებამ უნდა ააშენოს და არა “ნაკომუნისტარ”, “ნამხედრიონალ”, “ნაგვარდიალარ”, “ნანაცარ”, “ნაქოცარ” ნახიშტრებმა. უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო”– წერია მეგის ქარდავას სახელით გამოქვეყნებულ პოსტში.