ოზურგეთში, ცენტრალურ ადგილზე, სავაჭრო ცენტრ „იმედის“ წინ, ნაძვის ხეზე, ტოტებს შუა, საქართველოს ეროვნული დროშაა გამოკიდული.
_გამოკიდული კიარა, ორი კვირაა, ჩამოპორწიალებულია. გარე განატებების ახლოს, საახალწლო მორთულობები რომ ჩამოხსნეს, ვერ შეხედეს? მაშინაც მანდ ეკიდა. ძლიერი ქარი რომ იყო, სადღაც მოგლიჯა, ეტყობა და მანდ შერჩა. ცოტა მაღლა უნდა აიხედონ. „დასახსნელია“ , ეროვნული სომბოლოა, – გვეუბნებიან იქვე მომუშავე ქალბატონები.
„გურია ნიუსი“ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გენო კიშინსკის დაუკავშირდა.
_არ დამინახავს, ნამდვილად. ახლავე გავუშვებ წარმომადგენელს და ჩამოვიღებთ. დიდი მადლობა, – გვითხრა მან.
ავტორი