შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი და დაკავების პროცესი გაასაჯაროვა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს.