ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ნატოს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია. კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი, პასუხები შემდეგია:
მისაღებია – 73%
მიუღებელია – 14%
არ ვიცი – 11%
ასევე აღნიშნული კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა.
კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? პასუხები შემდეგია:
მისაღებია – 81%
მიუღებელია – 9%
არ ვიცი – 9%
NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული ანგარიში 2022 წლის 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ეკონომიკა, სიღარიბის აღქმა, ინსტიტუტები, საგარეო პოლიტიკა.
ავტორი