როგორც ცოტა ხნის წინ, რეგიონულ მედიაზე, მოზაიკაზე დაყრდნობით ვწერდით, კასპში, სოფელ ლამისყანაში ადგილობრივებმა მამაკაცის ქვედა კიდურები იპოვეს.
მამაკაცი, რომელიც კასპში, სავარაუდოდ, მგელმა დაგლიჯა, 72 წლის ავთანდილ ბენაიშვილია.
ადგილობრივები მბობენ, რომ სოფელში ხშირადაა მტაცებლების შემოსევები და ისინი ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვენ
“ხშირია შემთხვევა, მგლები სოფელს თავს დაესხას. გლეჯენ პირუტყვს. მოვითხოვთ, მოგვცენ მგლების ბუნებიდან ამოღბის ნებართვა”, _ ამბობენ ისინი.
მომხდარზე შსს-მ საქმე სისხლის სამართლის 116-ე მუხლით აღძრა.