FIFA-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა ქართველი მსაჯი, წარმოშობით სამტრედიელი თეონა სტურუა. 28 წლის ახალგაზრდამ სამტრედიაში ქალაქის მეორე საჯარო სკოლა დაამთავრა. ფეხბურთს ბავშვობიდანვე თამაშობდა, ხოლო ქუთაისის ,,მართვეში” 15 წლის ასაკში, 2010 წლიდან ჩაირიცხა.
თეონა FIFA-ს 2023 წლის სიაში პირველი ქართველი ქალი მთავარი მსაჯია, რაც უფლებას აძლევს საერთაშორისო შეხვედრებში იმსაჯოს. თეონა საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ორჯერ ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ოთხი წლის განმავლობაში ირიცხებოდა საქართველოს გოგონათა19-წლამდე ნაკრებში.
2016 წლიდან იყო საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი; მონაწილეობა აქვს მიღებული ქალთა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ქუთაისის „მართვეს“ შემადგენლობაში. თეონა სტურუამ სამსაჯო კარიერა 2018 წლიდან, მსაჯის ასისტენტად დაიწყო, შემდეგ კი, მთავარი მსაჯი გახდა. ,, გურია ნიუსი” ახლახანს დაუკავშირდა თეონა სტურუას და მან ექსკლუზიურად ჩვენთვის კომენტარი გააკეთა:
,,დავიბადე ქალაქ სამტრედიაში, დავამთავრე #2საჯარო სკოლა. ბავშობიდან ვთამაშობ ფეხბურთს. ეს ყველაფერი, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ შრომა არასოდეს შემიწყვეტია, ყოველთვის ვარჯიშობდი, ვცდილობდი, საკუთარი თავი გამეუმჯობესებინა და აქ დაუზოგავი შრომით მოვედი.”
ავტორი