პარიზის ქუჩებში მოსეირნე პადერევსკი გააჩერა დათხუპნულმა, ჩამოძენძილმა ბიჭუნამ.
– გაგიწმინდოთ ფეხსაცმელები?
– გმადლობთ, – უპასუხა პადერევსკიმ, – არ არის საჭირო. მაგრამ შენ თუ ხელ-პირს დაიბან, მაშინ მიიღებ ჩემგან ოც ფრანკს.
ბიჭუნამ სწრაფად მიირბინა წყალთან და რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა უკან, შედარებით გასუფთავებული.
– აი, შენი ოცი ფრანკი, – უთხრა პადერევსკიმ და ფული გაუწოდა.
ბიჭუნამ შეხედა პიანისტს, ამოიოხრა და უკან დაუბრუნა ფული.
– არა, უკეთესია დალაქისათვის შემოინახეთ, რომელიც თქვენ გრძელ თმებს შეგჭრით.
ავტორი