„ხვალ დასკვნით სიტყვას ვიტყვით და ამის შემდეგ მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება., _ ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებენ.
ადვოკატების თქმით, პენიტენციურის მოწმეებმა სასამართლოს სააკაშვილისთვის სასარგებლო ჩვენებები მისცეს, რაც მისი სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს.
სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა ჩანიშნული.
შალვა ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას ხვალვე მიიღებს.
„ხვალ დასკვნით სიტყვას ვიტყვით და ამის შემდეგ მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება. მასთან დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი.
რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, გარდა გაყალბებული სამხარაულის დასკვნისა და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ექიმისა, არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება.
შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გაიზიაროს“, – აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.