თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა და გზიდან გადავარდა.
მედიის ცნობით, ავარიის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა. დაშავებულთაგან 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ქალაქ დიარბაკირიდან ბოდრუმისკენ მიემართებოდა.
ამავე ცნობით, გზაჯვარედინზე ავტომობილი ამობრუნდა და გზიდან გადავიდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი, მაშველები და პოლიცია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.