65 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემზარა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მოხდა.
მეზობლების თქმით, კაცი ხვთისო პეტრიაშვილიავი ამბავი , იგი მეუღლესთან ერთად სოფელ რეხაში გორიდან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა.
„იშვიათად ვხვდებოდით. წყნარი ოჯახი იყო. გორშიც აქვთ სახლი. ხან იქ მიდიოდნენ. კონფლიქტის ხმა არასდროს გაგვიგია“,- ამბობენ ადგილობრივები.
მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით გაიგონეს გასროლის ხმა. ადგილზე მისულებს კი შემზარავი სურათი დახვდათ.
ფაქტის შესახებ დაღუპულების შვილებს შეატყობინეს, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს. ახლობლები ერთადერთ ვერსიას განიხილავენ.
მათი თქმით, კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰონდა. ადრე მკურნალობდა, მაგრამ მოგვიანებით წამლების მიღება შეწყვიტა.
გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. შემთხვევის ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის პოლიციის უფროსი, ვალერიან თელია. ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.