ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ინფორმაციით, თურქეთში სულ მცირე 1498 ადამიანი დაიღუპა. სირიაში დაღუპულთა რიცხვი კი 810-ია.
ბოლო ცნობებით, თურქეთში დაშავებულია 7 600 ადამიანი, სირიაში კი 1 300.
ქვეყნებში სამძებრო სამუშაოები გრძელდება.