74 წლის მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი ავარიაში მოყვა და ველოსიპედისტს დაეჯახა.
TMZ-ის ცნობით, მსახიობი მოძრაობდა ლოს-ანჯელესის დასავლეთ მხარეს და რაღაც მომენტში, გვერდით ველოსიპედით მიმავალი ქალმა უეცრად მისკენ გადაუხვია, მის სავალ ზოლზე გადავიდა და შვარცენეგერის მანქანას დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები მივიდნენ და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. TMZ-ის წყარო ამბობს, რომ ის სტაბილურ მდგომარეობაშია, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების გარეშე.პოლიციის ცნობით, შვარცენეგერი არც თუ ისე სწრაფად მოძრაობდა, მაგრამ არ ჰქონდა დრო, რომ დროულად დაემუხრუჭებინა. გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა პოლიცია ირწმუნება, რომ მსახიობმა შეჯახება უბრალოდ ვერ აიცილა და ავარია მისი ბრალი არ ყოფილა. უფრო მეტიც, შემთხვევის შემდეგ შვარცენეგერმა დაზარალებულს ველოსიპედი გამოართვა და უახლოეს მაღაზიაში წაიყვანა მის შესაკეთებლად.
წყარო: პრაიმტაიმი