“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს ტოვებს.
ამის შესახებ პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
“ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას”, – თქვა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, პარტია უწყვეტ პროტესტს დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების შესახებ, რის შემდეგაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბრძოლისკენ მოუწოდება.
“ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა”, _ წერს სააკაშვილი.