საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისი ფეიბუკის გვერდზე გამოეხმაურა სასამარლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანამხადაც მას უარი ეთქვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე.
სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენად აფასებს.
“მოსმენები საქართველოს სასამართლოში სრული ფარსი აღმოჩნდა. ერთის მხრივ, ჩვენი მტკიცებულებები ეფუძნებოდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და საქართველოს წამყვანი ექიმების გულმოდგინე კვლევებს. თითქმის ყველა მათგანმა პირადად მომინახულა, ზოგმა – რამდენჯერმე. მთავრობის ექსპერტებს ჩემი ნახვით თავი ერთხელაც არ შეუწუხებიათ, თუმცა სასამართლო მათ ენდო და არა საერთაშორისო გუნდს, რომელთა შორის ნობელის პრემიის ლაურეატიც იყო. მან თქვა, რომ თუ ციხეში დავრჩები, მოვკვდები. ახლა მე ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი მივიღე და დავრჩები ციხეში ჩემი ლეტალური დაავადებებით სასამართლოს იმ ვერდიქტის მიხედვით, რომელსაც, რუსეთის გარდა, მსოფლიოში არავინ აღიარებს. შემთხვევითი არაა, რომ ლავროვმა საქართველოს მთავრობა რამდენჯერმე შეაქო გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში და, ამავე დროს, მე დამესხა თავს. პუტინი შემპირდა, რომ „კვერცხებით“ ჩამომკიდებდა და, როგორც ჩანს, ამას თავისი შუამავლის, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მეშვეობით ასრულებს”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.