თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ დადასტურებულია, რომ სულ მცირე 5021 ადამიანი დაიღუპა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 3,419-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 20,534 ადამიანი დაშავდა.
თურქეთის, კატასტროფების მართვის სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის თურქეთში 11 000 შენობა დაზიანდა.
მან აღნიშნა, რომ დაახლოებით 25,000 სასწრაფო დახმარების ოპერატორი მუშაობს დაზიანებულ ადგილზე.
რაც შეეხება სირიაში, ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი 1602-მდე გაიზარდა მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მათი ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 3649 ადამიანი დაშავდა.
ავტორი