ლიეტუვის ქალაქ მარუპეში უპილოტო საფრენი აპარატების Edge Autonomy-ის მწარმოებელ საწარმოში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
საწარმო 2009 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი დრონების მომწოდებელი კომპანიაა.
მათი პროდუქცია მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში სამხედრო, სამოქალაქო და აკადემიური საჭიროებებისთვის მიეწოდება.