მიიჩნევა, რომ საკვების მიღებისთანავე კბილების გაწმენდა აუცილებელია. სტომატოლოგები კი, საპირისპიროს ამტკიცებენ.
მათი აზრით, კბილების ხშირი წმენდა აზიანებს ემალს და კარიესის წარმოქმნას უწყობს ხელს.
საქმე იმაშია, რომ საკვებ პროდუქტებში არსებული მჟავა აზიანებს კბილის ემალს. საკვების მიღებისთანავე გაწმენდისას კი ჯაგრისს კბილში კიდევ უფრო ღრმად შეაქვს პროდუქტში არსებული მჟავა.
დემინერალიზაციის თავიდან ასაცილებლად, ექიმები გვირჩევენ, კბილები საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ გავიწმინდოთ.
ავტორი