ბრიტანეთის ეროვნული ოკეანოგრაფიული ცენტრის და კალიფორნიის სკრიპსის ოკეანოგრაფიული ინსტიტუტის მეცნიერთა დასკვნით, გლობალური დათბობა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ამის თქმის საფუძველს მათ მსოფლიო ოკეანის ტემპერატურის ახალი ანალიზი აძლევს.
მეცნიერებმა ჯონ გულდმა და ჯონ გილსონმა კვლევა გამოაქვეყნეს, რომელშიც მე-19 და 21-ე საუკუნეებში დაფიქსირებული ოკეანის ტემპერატურის ჩვენებებია შედარებული. მოცემული მაჩვენებლები 1872-1876 წლებში გემ „ჩელენჯერის“ ექსპედიციის დროს და 2004-2010 წლებში პროგრამა “Argo”-ს მიმდინარეობისას მიიღეს. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ასწლეულის მანძილზე მსოფლიო ოკეანე 700-მეტრის სიღრმეზე 0,33 გრადუსით გათბა, წყლის ზედაპირზე კი, ტემპერატურამ 0,59 გრადუსით მოიმატა.
მეცნიერთა დასკვნით, 1870-იანი წლებიდან დაწყებული ტემპერატურის მატების ტემპი 2-ჯერ აღემატება უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ცვალებადობას. ამგვარად, ოკეანის გათბობა დაიწყო არა 50 წლის წინ, არამედ – მინიმუმ ერთი საუკუნით ადრე.
ოკეანოგრაფების თქმით, კვლევა მსოფლიო ოკეანის დონის მატების პროგნოზირების საშუალებასაც იძლევა, რაც პირდაპირ უკავშირდება გლობალური დათბობის პროცესებს.
ავტორი