პირველყოფილმა ადამიანებმა ცეცხლზე ხორცის შეწვა მილიონი წლის წინ დაიწყეს. ასეთ დასკვნამდე მივიდა ტორონტოსა და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი. მკვლევარებმა აფრიკის სამხრეთით ვონდერვარკის გამოქვაბულში ნაკვერჩხალი და შებოლილი ძვლები აღმოაჩინეს.
მეცნიერების ვარაუდით, ადამიანები ამ გამოქვაბულში 2 მილიონი წლის წინ დასახლდნენ. მოგვიანებით მათ კოცონის გარშემო შეკრება დაიწყეს, სადაც საკვების მომზადება ისწავლეს. ხორცის შეწვამ დიდი როლი შეასრულა ადამიანის ევოლიციაში. მკვლევარების თქმით, სწორედ საკვების თერმულმა დამუშავებამ შეუწყო ხელი კბილების ზომის შემცირებას. შემწვარი ხორცის საჭმელად ადამიანს ბასრი კბილები აღარ სჭირდებოდა.
მეცნიერებმა აქვე აღნიშნეს, რომ მწვადმა მამაკაცებს ცხოვრება გაუადვილა, ქალებს კი, საქმე დაუმატა, რადგან ცეცხლზე საჭმლის მომზადება სწორედ ქალებს დაევალათ.
ავტორი