„შეუძლებელია იყო მზად ამხელა კატასტროფისთვის“,_ აღნიშნული განცხადება BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 9,057-მდე გაიზარდა, ჰატაიში ვიზიტის დროს, რომელიც მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებული რეგიონია.
მან აღწერა ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ საერთოდ არ უნახავთ უსაფრთხოების ძალები ზოგიერთ რაიონში, როგორც “პროვოკატორებს”.
“ეს არის ერთიანობის, სოლიდარობის დრო. ასეთ პერიოდში მე არ შემიძლია ავიტანო ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ინტერესებისთვის ნეგატიურ კამპანიას ატარებენ”, – დასძინა მან.
დღეს ადრე სტიქიის ზონაში მდებარე ტერიტორიებზე მისი ტურის კიდევ ერთი გაჩერების დროს, მან აღიარა რამდენიმე საწყისი პრობლემა, მაგრამ თქვა, რომ სიტუაცია ახლა “კონტროლის ქვეშ იყო”.
ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა იზრდება. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მცდელობები ძალიან ნელი იყო და რომ რვა წლის განმავლობაში მიწისძვრისთვის მიდრეკილი რეგიონის მოსამზადებლად საკმარისი არ გაკეთდა.