ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რძე ტვინის უკეთ ფუნქციონირებას ხელს უწყობს. სამეცნიერო შრომა წლების მანძილზე მიმდონარეობს. ცდა 600 ადამიანზე ჩატარდა, დიეტოლოგები 23- დან 98 წლამდე ასაკის ადამიანებს დააკვირდნენ. ისინი, რომლებიც დღეში ერთ ჭიქა რძეს მაინც იღებდნენ, განურჩევლად ასაკისა, მახსოვრობის და ლოგიკური აზროვნების ტესტები გაცილებით უკეთ ჩააბარეს ვიდრე, იმათ ვინც რძეს იშვიათან ან საერთოდ არ სვამდნენ.
მეცნიერები ამტკიცებენ რომ რძის მომხმარებლები დაზღვეულები იქნებიან გულ-სისხლძარღვთა, ჰიპერტონიული, ათეროსკლეროზული დაავადებებისგან, ასევე დიაბეტისა და ზედმეტი წონისაგან.
რძის ნაწარმის აქამდე ცნობილი, დადებითი მხარე, მხოლოდ კალცის უხვი შემადგენლობა არ ყოფილა. ის უხვად შეიცავს C ვიტამინს, პროტეინს, D ვიტამინს და მაგნეზიუმს, რისი მიღებაც ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების პრევენციის აუცილებელი პირობაა.
დიეტოლოგები გვირჩევენ რძე მივიღოთ ნაკლებცხიმიანი და დღეში ერთი ჭიქა მაინც, არ აქვს მნიშვნელობა ყავასთან ერთად იქნება ეს თუ ბურღულეულ საუზმესთან, მთავარია ადამიანს ლაქტოზის შეუთავსებლობა არ ქონდეს.
ავტორი