ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზეც პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ესებუა უკვე პატიმრობაშია, მისი მხრიდან ხელახალი დანაშაულისა და მიმალვის საფრთხე არ არსებობს და შესაბამისად, ჩათვალა, რომ უკვე პატიმრობაში მყოფი პირისთვის ხელახლა პატიმრობის გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
ესებუა პროცესს დისტანციურად ჩაერთო, რადგან ის ბათუმის ციხეშია გადაყვანილი. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2023 წლის 30 მარტს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
ავტორი