შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მისი სამკურნალოდ გადაყვანაა.
#თავისუფლებამიშას – აქცია “ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეხუთე დღეა სხვადასხვა რეგიონში პროტესტი მიმდინარეობს.