თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს გადასცდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 24 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი დაღუპულთა რაოდენობა 3 500-ს აჭარბებს.
ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სამძებრო სამუშაოები გრძელდება.