გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მუშამ ბინის რემონტის დროს 100 ათასი ევროს ღირებულების განძი აღმოაჩინა.
მუშას სამზარეულოში გაზქურა გადაჰქონდა, როცა საიდუმლო გასასვლელი შენიშნა, სადაც ძვირფასეულობით სავსე ყუთები აღმოაჩინა. თავდაპირველად ყუთებში მას ნაგავი ეგონა და არ დაუჯერა თვალებს, როდესაც თვალწინ ოქროს ზოდები და მონეტები იხილა.
აღმოჩენილი განძი სარემონტო სამუშაოებით დაკავებულ კომპანიას “Gundlach Holding”. გადაეცა. კომპანიამ კი ნაპოვნი ბინაში მცხოვრები გარდაცვლილი მდგმურის ოჯახს გადასცა.
ავტორი