მას შემდეგ, რაც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა დაიწყო, უკრაინის პორტებიდან 21 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქციაა ექსპორტირებული, სიმინდი ამ მოცულობის თითქმის ნახევარს შეადგენს,_ ამის შესახებ გაეროში განაცხადეს.
გაეროს მონაცემების მიხედვით, სულ ექსპორტირებულია 21 043 307 ტონა საკვები პროდუქტი. ამ მოცულობიდან სიმინდი შეადგენს 47%, ხორბალი – 29%, მზესუმზირის ზეთი და ფქვილი – თითო 5%, დანარჩენი ტვირთი – 14%.
გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, ტვირთის ძირითადი მიმღები არიან ჩინეთი (4,2 მილიონი ტონა), ესპანეთი (3,8 მილიონი), თურქეთი (2,4 მილიონი), ნიდერლანდები (1,2 მილიონი) და ეგვიპტე (724,7 ათასი ტონა).