გურიაში შედარებით გამოიდარა, თუმცა “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, რომ თოვლი და ქარბუქი ისევ მოსალოდნელია.
“არქტიკული ცივი ჰაერის მასები შემოიჭრა გუშინ. ნაწილი შემოვიდა, ნაწილი მალე შემოვა, ამიტომ ახლა ცოტა გამოიდარა. ტემპერატურა დიდად ვერ მოიმატებს. გურიაში დაახლოებით +3 გრადუსი დაფიქსირდება, მთებში და მაღალ მთებში უარყოფითი ტემპერატურა ფიქსირდება, დღისითაც ვერ მოიმატებს. საღამოს საათებიდან 17 თებერვლის ჩათვლით მოსალოდნელია თოვლი, დროგამოშვებით დასავლეთის ქარის გაძლიერება და ქარბუქი. ოდნავ ყინვა შერბილდება. 18 თებერვლის ღამეს ჰაერის ტემპერატურა დაეცამა -3 გრადუსამდე, დღისით მოიმატებს ტემპერატურა და შედარებით გამოიდარებს”,_ ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.