უამინდობამ სააღმზრდელო პროცესის შეფერხება გამოიწვია ლანჩხუთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც. როგორც “გურია ნიუსს” ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა ნატა კობალავამ განუცხადა, აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
_ უამინდობის გამო ბავშვების დასწრება დაბალია. დღეს 21 საბავშვო ბაღში მოვიდა სულ 158 ბავშვი. მაღალმთიანი სოფლების ბაღებში სწავლა შეჩერებულია. მაგალითად, აკეთი, მამათი, აცანა, ხიდმაღალა, ჯურუყვეთი, ნინოშვილი, შრომის უბანი,_ იმ სოფლებია, სადაც საბავშვო ბაღებში, ბავშვები არ გამოცხადდნენ. ზოგადად, ცუდ ამინდში მშობლები იკავებენ თავს ბავშვების გამოშვებისგან და ალბათ, რომ გათოვდა ამის გამო დღესაც, თავი შეიკავეს,_ გვითხრა კობალავამ.
ავტორი