ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატი წარადგინა. კელი დეგნანს რობინ დანიგენი შეცვლის.
დანიგენი, ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
აშშ-ს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ვიდრე სენატი გადაწყვეტილებას მიიღებს, საკანონმდებლო ორგანოში მოსმენები გაიმართება და ელჩობის ნომინანტი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს და წარმოადგენს საკუთარ ხედვას, ამერიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით