შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 85 მეხანძრე-მაშველი, როტაციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში გაემგზავრა.
ქართველი მეხანძრე-მაშველების ახალი ჯგუფი იმ მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს. მუშაობას განაგრძობენ ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები. ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს.
ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.
ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ 85-კაციან ჯგუფში გურული მეხანძრე-მაშველებიც არიან.
ავტორი